დავით მათიკაშვილი - პროდუქტებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასები არის ალოგიკურად დიდი, 86%-იანი ფასნამატი არის უზარმაზარი - ევროპულ ქვეყნებში არსებული მოცემულობა გვკარნახობს, რომ ფასნამატის შემცირება შესაძლებელია

საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასები არის ალოგიკურად დიდი. 86%-იანი ფასნამატი არის უზარმაზარი, რომელიც ვერ უძლებს ლოგიკას - ევროპულ ქვეყნებში არსებული მოცემულობა გვკარნახობს, რომ ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით დროებითი კომისია პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება.

„საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც სამთავრობო კომისიასთან და სუს-ის მიერ წარმოებულ ცალკეულ პროცესებთან ერთად იქნება დაინტერესებული ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული რეალობით. მოხდება გამოკითხვა ამ საკითხის გარშემო მყოფი აქტორებისა და საპარლამენტო კომისია თავის დადებით როლს შეასრულებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ეს არის საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასების ლოგიკურ ზღვრამდე დაწევა, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ალოგიკურად დიდი. 86%-იანი ფასნამატი არის უზარმაზარი, რომელიც ვერ უძლებს ლოგიკას. ევროპულ ქვეყნებში არსებული მოცემულობა გვკარნახობს, რომ ამ ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი. კარგია, რომ აქტიურად არის ბიზნესი ჩართული ამ საკითხის მოკვლევაში. ისინი თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და იმედს გამოვთქვამ, რომ აპრილის ბოლომდეც არ მოხდება დალოდება და სასურველი იქნება, მანამდეც მოხდეს მოძებნა იმ შეხების წერტილებისა ბიზნესსა და შესაბამის სახელისუფლებოო რგოლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ფასების ლოგიკურ ნიშნულამდე დაწევას, რაც არ დააწვება მძიმე ტვირთად ჩვენს საზოგადოებას,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე