კახა კალაძე - სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - საქართველოში უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე!

სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ, ყველა დაადასტურებს, რომ საქართველოში უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ განხილვებში მონაწილეობას შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე მიიღებს.

კახა კალაძის თქმით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ მოყვარე, ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის.

„სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით, სანქციები როგორ წესდებოდა. ეს, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მოტივით იყო. არანაირად, შინაარსობრივად არცერთი სანქცია გამართული არ არის, არანაირი არგუმენტი, საფუძველი არ არსებობს იმისა,რომ საქართველოში ვინმე ყოფილიყო დასანქცირებული. მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მოტივით ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, რატომ კეთდებოდა. ვიღაცა ამაში იხდიდა თანხას, ეს იყო დაფარული ვითომ ლობიზმით. სინამდვილეში, ფულს იღებდნენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. „ფარას“ დოკუმენტში ეს ყველაფერი აღწერილია და საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელია. ამიტომ, ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით, რაც იყო, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, არანაირი სწორი ინფორმაცია თუნდაც იმ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით. ვინც გამოვიდა უცხოეთიდან და ვინ ისაუბრა სიმართლე, თუ რა ხდებოდა? როგორი ძალადობა, როგორი ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, პოლიციელების მიმართ ქვების სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. გინახავთ, ვინმე, ერთ-ერთი უცხოელი გამოსულიყო და ეს დაეგმო, აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებინა განცხადება. ამიტომ, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს, რა პროცესები მიდის და როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რეალურად ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ არის მოყვარეს, ეს ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მტკიცებით, სისულელე და ტყუილია საუბარი იმაზე, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით საქართველომ ნაბიჯები უკან გადადგა.

„მარტო დარახველიძის გამოსვლა არ არის. იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, ნებისმიერი ადამიანი იქნება, თუ ორგანიზაცია, ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და პოლიტიკურ მოტივები არ არის, ყველა დაადასტურებს, რომ საქართველოში უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე.

ვიცით, 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის და გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მაშინ, იმ პერიოდს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და იმაზე, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, ამბობენ, რომ თითქოს, დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯები. ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია, ხომ?! ხალხი ამას ხედავს, საკუთარ ოჯახებზე გამოცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში