გრიგოლ გეგელია - მთელი რიგი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე

მთელი რიგი პოლიტიკური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ იმ სიმართლით, რომელიც არის ჩვენ მხარეს, ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, დებატები თუ ვინმესთვის პრობლემას წარმოადგენს, ეს თავად „ქართული ოცნებაა“, რადგანაც მათ არცერთ ძირითად კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ.

„კომიკურია, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელიც 6 წლის განმავლობაში გაგვირბის დებატებიდან, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი და დააპატიმრა, რომელიც ნაბიჯებს დგას სამი მძლავრი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ, ახლა, გვთავაზობს სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე დებატებს. ეს აჩვენებს იმ პოლიტიკურ გაორებას და ანომალიას, რაც ახასიათებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მთელი რიგი პოლიტიკური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ იმ სიმართლით, რომელიც არის ჩვენ მხარეს, ქართველი ხალხის მხარეს და იმ არგუმენტებით, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მარტივად არის ჩვენ მხარეს, ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე, რადგანაც ისინი ძალიან დიდი ხანია საკუთარი ხალხისგან გაუცხოებული არიან საკუთარი ხალხისგან, ფაქტებისგან, არგუმენტებისგან და სიმართლისგან, ამიტომ დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, თუ ეს ვინმესთვის პრობლემურია, ეს უნდა იყვნენ „ქოცები“ რომლებსაც არცერთ ძირითად კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ“, - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა