მარილენა რაუნა - კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა არის მთავარი წინაპირობა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესის მისაღწევად - ამას ველით საქართველოსგანაც

გაფართოება კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ახლა არის იმპულსი გაფართოებისთვის, რომ ევროკავშირმა თავისი მოვალეობა შეასრულოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მარილენა რაუნამ „ევროსკოპს“ განუცხადა.

„ევროკავშირი ასრულებს მოვალეობას, როდესაც ჩვენი პარტნიორებიც ასრულებენ მოვალეობას. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა არის მთავარი წინაპირობა ჩვენი პარტნიორებისთვის იმისთვის, რომ გაფართოების დღის წესრიგში პროგრესი ჰქონდეთ. სწორედ ამას ველით საქართველოს შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მეზობელი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა,“ - აღნიშნა მარილენა რაუნამ.

კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს, 6 თვით გადაიბარა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის