გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, წეროვანი, გოროვანი, ჩარდახი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტების ნაწილს თბილისის მუნიციპალიტეტში - ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.

კომპანია განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა