სალომე ზურაბიშვილი - არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა - ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება - დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არიან „სინდისის პატიმრები“, პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან ციხეში, ხოლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება, დიალოგზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა.

ზურაბიშვილის თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დათესა საზოგადოებაში დაპირისპირება თითქმის ყველა სფეროში - სპორტში, კულტურაში, რელიგიასა და სხვა საკითხებში.

„ქართულმა ოცნებამ“ და კობახიძემ გადაწყვიტეს, რომ თურმე საჭიროა დიალოგი, ერთობა, როდესაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაპირისპირება დაეთესათ ყველა საკითხზე, ეს იქნებოდა სპორტი, კულტურა, რელიგია... ყველა თემაზე შემოიტანეს დაპირისპირება და დაყოფა. ვისაც რამე გაუვლია ქართული ისტორიის შესახებ, ყველასთვის ნათელია, რომ საზოგადოებრივი ერთობა არის მთავარი დამცველი მექანიზმი რუსეთის მიმართ. რუსეთი არის ის იმპერია, რომელიც ყოფს და ამით ბატონობს, ეს არის მისი ყველა მოქმედების პრინციპი. „ქართული ოცნება“ ამაშიც ამართლებს და ახორციელებს საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირებას, დათესონ სიძულვილი და მაშინ იბატონოს რუსეთმა ქვეყნის გარეთ და შიგნით. ამიტომ, ძალიან უცნაურია მათი დღევანდელი გზავნილები, ძნელი დასაჯერებელია, რადგან წარმოუდგენელია გულწრფელი დიალოგი დაიწყოს, როდესაც სინდისის პატიმრები ციხეში არიან. არავინ არაფერზე დაიხია უკან, ძალაუფლებამ არ მოიხადა ბოდიში ძალადობაზე, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არიან ან უპირებენ ციხეში დაბრუნებას, როდესაც პარტიების აკრძალავს აპირებენ, ასეთ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დებატებზე საუბარი „ქართული ოცნების“ „უაზრო“ მცდელობაა, ასევე, ეს არის მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით და „ატყდეს დაპირისპირების საგანი“.

„ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრება, ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას, რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი. დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი, გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან ახალი, ნამდვილი, სხვა ურთიერთობა - არა ძალადობრივი, არა მუქარით, კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არის განხილული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „ეს ყველაფერი არის შესაცვლელი, რათა ვინმემ დაიჯეროს იმის, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან რაიმე ტიპის დიალოგი თუ დებატი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის