პროკურორი განმარტავს, რატომ მოითხოვეს გიორგი ვაშაძისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა

პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ღონისძიება საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღმოფხვრილი იქნას საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიმალვა.

„დავასახელეთ ორი საფრთხე, ერთი იყო მიმალვის საფრთხე და მეორე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მიუხედავად ამ საფრთხეებისა აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვეთ გირაო, თუმცა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდებულს ჩამორთმეოდა პასპორტი და პირადობის მოწმობა და ასევე დაწესდებოდა აკრძალვა, პროკურორის თანხმობის გარეშე არ გადაეკვეთა საზღვარი. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღმოფხვრილი იქნას საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიმალვა“, - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე