ნუგზარ წიკლაური - არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა, პრიმიტიული სატყუარა - სიტყვა „ასაკრძალს“  რომ იყენებენ, რა დიალოგსა და დისკუსიაზეა ლაპარაკი?

არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა, მარტივი, პრიმიტიული სატყუარა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საჯარო დებატების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მაშინ, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ, დებატებზე საუბარი ვერ იქნება.

„არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის უდიდესი მიამიტობა იფიქრო, რომ „ქართული ოცნება“ რომელიც ტროტუარზე აპატიმრებს ადამიანებს, ვაშაძე დილას გამოუშვეს და საღამოს ისევ სასამართლოში მიიყვანეს, გივი თარგამაძე საერთოდ რატომ დააპატიმრეს? ნიკა მელია ციხეშია, ასზე მეტი პოლიტპატიმარია, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რამე სახის დისკუსია უნდათ მათ? ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა და ეს რომ ასეა გამოვლინდა დღეს, როცა დაიწყეს, რომ „იცით, ჩვენ ცუდ ოპოზიციას კი არ დავუჯდებით დებატებში“. სიტყვა „ასაკრძალს“ რომ იყენებენ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, ეს არის პირდაპირი კონფრონტაცია და რა დიალოგსა და დისკუსიაზეა ლაპარაკი?“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, წიკლაურმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიცია ერთობლივად ამზადებს დოკუმენტს, სადაც იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან.

„გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ამომრჩევლებისთვისაა და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. იქ არის ჩვენი ხედვები, ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი ეთიკის კოდექსიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან. ძალიან დიდი გზაა უკვე გავლილი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე