გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი - საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„ჩვენ აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას, მათ შორის ახალი კანონების მიღებით, რომელთა მიზანი წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების შესრულებაა. დადებითად ვაფასებთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მისი განხორციელება გააგრძელოს“, - განაცხადა რუსლან სტროგანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი აღნიშნავს საქართველოს „მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს“.

„პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობის საკითხის მოგვარების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოთ“, - აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის