ვიქტორ ორბანი უკრაინას არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ელჩს იბარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა ქვეყნის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებმა შეაფასეს ეს უკანასკნელი თავდასხმა უკრაინის მხრიდან და დაადგინეს, რომ მომხდარი უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით უკრაინის კოორდინირებული ზომების სერიის ნაწილია“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ელჩის უწყებაში დაბარება დაავალა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა