დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა - ბრალდებული დაკავებულია

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა