გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს, 11:35-იდან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჯიღაურა, ჭოპორტი, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:45-იდან 11:50 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, წიწამური და ახალსოფელი; 12:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, ძველი ქანდა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მჭადიჯვარი, ქვემო კოდისწყარო, ებნისი, წილკანი, ლამოვანი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს