მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.

„ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა.

აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები. ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს