განათლების რეფორმის კონცეფცია - ინკლუზიური განათლება გახდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი - კომპეტენცია ექნება არა მხოლოდ სპეციალურ, არამედ თითოეულ საგნის მასწავლებელს

2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას, – აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

კონცეფციის თანახმად, ინკლუზიური განათლება გახდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი, რისთვისაც განხორციელდება სპეციალისტთა მომზადების ინსტიტუციონალიზაცია.

„ინკლუზიური განათლების კონცეფციის დანერგვამ, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების გაჩენამ, რომლის მიხედვითაც სპეციალური_ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება, გაზარდა განათლების ხელმისაწვდომობა. თუმცა, განათლების სისტემამ სრულად ვერ უზრუნველყო საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტთა მოზიდვა და ეფექტიანი განაწილება, რაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ქცევისა და მეტყველების თერაპევტები და სხვა სპეციალისტები როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთანავე, პროფესიული მხარდაჭერის, სუპერვიზიისა და კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმები ფრაგმენტულია და ინსტიტუციურ სისტემატიზაციას საჭიროებს.

ინკლუზიური განათლება გახდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი, რისთვისაც განხორციელდება სპეციალისტთა მომზადების ინსტიტუციონალიზაცია. ინკლუზიური განათლება ჩამოყალიბდება არა როგორც პარალელური მიმართულება, არამედ როგორც პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილი. ინკლუზიური მიდგომებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენცია ექნება არა მხოლოდ სპეციალურ მასწავლებელს, არამედ თითოეულ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს, რომელთაც ბავშვის განვითარების ინდივიდუალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ.

2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას”, – აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა