ტატა ხვედელიანი - ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს - მისი რეალური მიზანი ახალი თაობის ევროპული მომავლისგან იზოლირებაა

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან.

ტატა ხვედელიანის შეფასებით, კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

„როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი - განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.

დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას - ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით”, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ