სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება ბრალდების მხარის ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევა.

პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი კირვალიძე არ ესწრება. დასწრებაზე უარი თავად კირვალიძემ განაცხადა და პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი წერილი წარმოადგინა.

საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა