Politico - რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მისი „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო

რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო, - ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან 17 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე ესაუბრა.

დიპლომატების განცხადებით, ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის „გონებრივი მდგომარეობით“ შოკირებული დარჩა.

მათივე ცნობით, ფიცომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერთან არაოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა და არა ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ გამოცემას განუცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა“.

„მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრა პოზიტიური და ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა კელიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე