თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება - აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

„მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ უმნიშვნელოვანეს ასამბლეაში. დღეს ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი აქ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი ძალისხმევით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციებთან იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული და პასუხისგებაში იქნან მიცემული ის ადამიანები, ვინც გასცეს ბრძანება, ვინც შეასრულეს და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღეს ამ უმძიმეს დანაშაულში. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ომის დანაშაულად ითვლება საერთაშორისო სამართალში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ისინი აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა