მეტე ფრედერიკსენი - რუსეთს ევროპასთან მშვიდობა არ სურს - შეერთებული შტატებისა და ევროპის წინსვლის საუკეთესო გზა ერთიანობაა

რუსეთს ევროპასთან მშვიდობა არ სურს, თუ ჩვენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების უფლებას მივცემთ, ისინი გააგრძელებენ, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა და ევროპასა და შეერთებულ შტატებს ერთად ყოფნისკენ მოუწოდა.

“შეერთებული შტატებისა და ევროპის წინსვლის საუკეთესო გზა ერთიანობაა,“ - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ბოლო დროს არსებული დაძაბულობის კომენტირებისას მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს არქტიკის უსაფრთხოების საკითხი აშფოთებს და წინსვლის გზის ერთად პოვნას შეეცდებიან.

დანიის პრემიერს დაუსვეს შეკითხვა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც ევროპას აშშ-ის გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ეს უკიდურესად რთული იქნება.

„როდესაც დაზვერვის მონაცემებს, ბირთვულ იარაღს და სხვა რაღაცებს ვუყურებთ, ჩვენ აშშ-ზე ვართ დამოკიდებულნი“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროპელი ლიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ევროპის გადაიარაღება უნდა იყოს და სამიზნე წლად 2035 წლის მიჩნევა ძალიან გვიანი იქნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე