ლევან გოგიჩაიშვილი - ამოცანაა, რომ ქვეყანაში გრანტი არ შემოვიდეს და ფული მარტო „ოცნებას“ ჰქონდეს  - შეიძლება უცებ რომელიღაც ოპოზიციურმა პარტიამ იშოვოს რამდენიმე ათეული მილიონი, მაგრამ ეს იქნება კონტროლირებადი

ამოცანა ის არის, რომ ამ ქვეყანაში გრანტი არ შემოვიდეს, სხვა პოლიტიკური ფული არ არსებობდეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება.

ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ოპოზიციური პარტიები და სოციალური ჯგუფები იყვნენ კონტროლირებადი.

„მათი ამოცანაა, რომ ფული მარტო „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, ან „ქოლცენტრიდან“, ან კორუფციიდან. ამოცანაა, რომ თავისუფალი ფული არ იყოს, არაკონტროლირებადი ფული არ იყოს. შეიძლება ვიღაც პარტიებს მერე მისცენ, უცებ შეიძლება რომელიღაც ოპოზიციურმა პარტიამ მოახერხოს და იშოვოს რამდენიმე ათეული მილიონი და ის იქნება კონტროლირებადი. მათი ამოცანაა, რომ პარტიებს არ ჰქონდეთ ფული, სოციალურ ჯგუფებს არ ჰქონდეთ ფული იმისათვის, რომ იაქტიურონ, სოციალური პროდუქტი შექმნან“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პარლამენტი ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიას მომავალ კვირას შექმნის.

გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო კომისიაში, პარლამენტში მყოფი მისი თანაპარტიელები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას კომისიაში. არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსახლეობისთვის რეალური შედეგით დასრულდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას. მონაწილეობას მივიღებთ იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ საზოგადოება. ამ კომისიაში რომ შევალთ, დავსვამთ საკითხს, ბაღის თანამშრომლებს რომ აქვთ 800 ლარი ხელფასი , რატომ არ შეიძლება ამ ადამიანების ხელფასი გაიზარდოს? ექთნების ხელფასი გაიზარდოს?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე