პორტუგალიაში შტორმს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიაში შტორმს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში შტორმმა „კრისტინმა“ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად პორტუგალიის ნაწილში სკოლები დაიხურა და შენობები დაზიანდა.

ბოლო მონაცემებით, 850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პორტუგალიის შემდეგ შტორმმა „კრისტინმა“ ესპანეთში გადაინაცვლა, რის შემდეგაც ქვეყანაში სკოლები დაიხურა, ხოლო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის