ზურა ჯაფარიძე - ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - ცხადია, მას დანაშაული აქვს ჩადენილი და დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ფული აქვს მოპარული, ვიდრე ჩვენ იმ სეიფში ვნახეთ, მაგრამ ის არის დაკავებული პოლიტიკური მოტივებით

ჩემი გულწრფელი აზრით, ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - ცხადია, მას დანაშაული აქვს ჩადენილი და დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ფული აქვს მოპარული, ვიდრე ჩვენ იმ სეიფში ვნახეთ, მაგრამ ის არის დაკავებული პოლიტიკური მოტივებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი შეწყალება ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და ამას მიხეილ ყაველაშვილი არ წყვეტს.

„ჩემი გულწრფელი აზრი არის, რომ ღარიბაშვილი, როგორც ბევრი სხვა ადამიანი ამ ქვეყანაში, არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მგონია, მას კრიმინალი და დანაშაული არ ჩაუდენია. ცხადია, მას დანაშაული აქვს ჩადენილი და დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ფული აქვს მოპარული, ვიდრე ჩვენ ვნახეთ იმ სეიფში. გაცილებით მეტი აქვს მოპარული, მაგრამ ის არის დაკავებული პოლიტიკური მოტივებით და ამიტომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პატიმარი ჩემთვის. შეიწყალებს თუ არა არ ვიცი, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ყაველაშვილი მაგას არ წყვეტს, ისევე როგორც არ წყვეტს არაფერს საერთოდ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო