განათლების საკითხების მკვლევარი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა - სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს შენობების გასხვისების ინტერესი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა - სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს შენობების გასხვისების ინტერესი,- ამის შესახებ განათლების საკითხების მკვლევარმა, ლელა ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორივე უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ტრადიციის მქონე და მათი ასე, პირდაპირ გაერთიანება წარმოუდგენელია.

„საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა გავიგოთ ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, ასე გამოცხადება, რომ 2 ამხელა საუკუნის ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი გაერთიანდება, წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს ინტერესი შენობების გასხვისების, ითქვა რომ არ მოჰყვება კვოტების შემცირება და პერსონალის შემცირება, ეს მგონია შეუძლებელია. ვნახავთ, როდესაც სტუდენტების კვოტები გამოცხადდება და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა. როდესაც ამ ორი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციის მქონე სასწავლებელს აერთიანებენ, განათლებასთან ბრძოლაა”,- აღნიშნა ლელა ჩახაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს