მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ სამშაბათს - 3 თებერვალს უნდა ჩატარდეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, მომავალ კვირას დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის უცხოეთში ვიზიტი. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა ესწრებოდეს, თარიღი დაკორექტირდა და გადაწყდა, რომ მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტი 17 თებერვალს მოუსმენს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს