პროკურატურამ ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს სოფელ ნინიგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცველს დაუზიანა მობილური ტელეფონი.

„სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად), ხოლო ერთ-ერთს ასევე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს