მიხეილ სააკაშვილი - გრანტების ე.წ. კანონი და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვა თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში - ნუ გრანტებზე ჩვენებმა ისწავლეს, სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და შემოაქვთ საარსებო ფული

გრანტების ე.წ. კანონი და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვა თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მიმართავს ბიზნესს, რომ ოპოზიციის დაფინანსება, როგორც პერსონალურად მათი, ასევე, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში..

ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ, რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია - ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.

მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს - ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა - თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!”, - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის