ვაჟა დარჩია - ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილება საკითხი, რომლითაც ავტობუსებზე ტარიფის ორნახევარჯერ გაზრდა იგეგმება - „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ქართველების გაღარიბება და არა მათ ჯიბეებზე ზრუნვა

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის მერია აპირებს, ბათუმელების ცხოვრება ორნახევარჯერ გააძვიროს, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა ვაჟა დარჩიამ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების ტარიფის შესაძლო გაზრდას ეხმაურება.

მისი თქმით, დღეს ბათუმის საკრებულო ავტობუსების ტარიფის ზრდის საკითხს განიხილავს. ვაჟა დარჩიას მიაჩნია, რომ მუნიციპალური ავტობუსების ტარიფის ზრდა, მოქალაქეების ჯიბეზე აისახება.

„ქართულ ოცნებას“ 14 წლის შემდეგ გაახსენდა მარკეტებში გაძვირებული ფასები, ის ქმნის ფასადურ კომისიებს თითქოს იმ მოტივით რომ ზრუნავს მოქალაქეების ჯიბეზე. „ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის მერია აპირებს, ბათუმელების ცხოვრება გააძვიროს ორნახევარჯერ, ეს ნიშნავს, რომ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც, ავტობუსებზე ტარიფის ორნახევარჯერ გაზრდა იგეგმება და 30 თეთრიდან მუნიციპალური სერვისი 70 თეთრი ხდება. არანაირი დასაბუთება არანაირი კვლევა, არანაირი ახსნა იმისა, თუ რატომ ხდება. თითქოს საუბარია იმაზე, რომ ავტოპარკი განახლდა, ავტოპარკის განახლება ნიშნავს , რომ მეტი სერვისი მიეწოდება ბათუმელებს, ჩვენ უნდა გვწყინდეს თითქოს ეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახსნით, ეს მომსახურება „ქართულმა ოცნებამ“ გააძვიროს. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ქართველების გაღარიბება და არა მათ ჯიბეებზე ზრუნვა”,- აცხადებს ვაჟა დარჩია

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში