ელენე ხოშტარია - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული სიგნალია - ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად პირველი ნაბიჯია და ასეთი ნაბიჯები არ იდგმება ისე, რომ შემდეგზე არ იყოს ნაფიქრი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია - ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი.

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია. 1. „ოცნებას“ არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას; 2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია; 3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი; 4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი; 5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი!

ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე