ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი - აქციზის გამოკლება დიდი გამოსავალი არ არის - აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს?! მერე რა, რომ ხალხი იხდის? გვეტყვიან ასე, მოვიქცევით ასე, დაგვიწერენ ასეთ კანონს, ვალდებული ვართ დავემორჩილოთ

ყოველ დღე იცვლება მსოფლიოს ბაზრებზე ფასები. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე? ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ფასებთან დაკავშირებით მომუშავე სამთავრობო კომისიასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასის დაკლება, ფინანსურ რესურსს ისევ სახელმწიფოს დააკლებს.

„მოლოდინებზე ბიზნესის აგება არ შეიძლება, ყოველ დღე იცვლება მსოფლიოს ბაზრებზე ფასები. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე? ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ.

აქციზის გამოკლებას რას შეეხება, ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს? მის სოციალურ ინსტიტუტებს, ამიტომ აქციზის გამოკლება მაინცდამაინც დიდი გამოსავალი არ არის. მერე რა, რომ ხალხი იხდის? ჩვენ გვეტყვიან ესე, მოვიქცევით ასე, დაგვიწერენ ასეთ კანონს, ვალდებული ვართ დავემორჩილოთ არსებულ კანონს”,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ნავთობიმპორტიორებს უნდა შეხვდეს.

ცნობისთვის, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, შეხვედრა უკვე გაიმართა სასურსათო ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტებისა ხელმძღვანელებთან, მეწარმეებსა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა