დიმიტრი პესკოვი - რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის თხოვნას, უკრაინაზე დარტყმებისგან 1-ელ თებერვლამდე თავი შეიკავოს

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნის თანახმად, უკრაინაზე დარტყმებისგან 1-ელ თებერვლამდე თავი შეიკავოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში. დიახ, პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო“, - განაცხადა მან, როდესაც უპასუხა შეკითხვას : მხარს უჭერს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის ინიციატივას.

ამასთან, მისი თქმით, პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არსად მიუწვევია და არც შეხვედრა შეუთავაზებია.

„შეხვედრა ზელენსკიმ მოითხოვა და შეხვედრის ინიციატორი ის არის. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ მოსკოვში“, - განმარტა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მის თხოვნას, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევს და ქვეყნის სხვა ნაწილებს ერთი კვირის განმავლობაში თავს არ დაესხმება.

“პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას”, - განაცხადა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში