გელა ხასაია პოლიციელს - პირი, ვინც ჩემგან ჩვენება აიღო თქვენზე მინიმუმ 20 წლით უფროსია, ამბობთ, რომ თქვენ დამკითხეთ, რომელ ოთახში დამკითხეთ? მობილური თან მქონდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიციელი, რუსლან გელაძე და გამომძიებელი, ვლადიმერ წერეთელი.

წერეთლის თქმით, მან გამოკითხა ექიმი, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია, რა დაზიანებები აღენიშნებოდა რამაზ ჩადუნელს, რომლის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებიან გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს.

პროცესზე, ასევე, გამოიკითხა გელა ხასაიაც.

გელა ხასაიამ სხდომაზე თქვა, რომ გამომძიებელს, რომელიც დღეს მოწმის სახით დაიკითხა, პირველად ხედავს, შესაბამისად, მისგან ჩვენება საერთოდ არ აუღია და გამომძიებელი, რომელიც მისგან პასუხების მიღებას ცდილობდა, საერთოდ სხვა იყო.

"ამ ადამიანს ჩემი არცერთი უფლება არ დაურღვევია, იმიტომ, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ დავუკითხივარ, ეს 100 პროცენტით შემიძლია ვთქვა. ადამიანი შეგიძლია ერთმანეთში აგერიოს, მაგრამ 25 წლის და 50 წლის ადამიანი ერთმანეთისგან გაირჩევა. ის პირი ვინც, ჩემგან ჩვენება აიღო თქვენგან მინიმუმ 20 წლით უფროსია. როგორც ამბობთ, თქვენ დამკითხეთ, რომელ ოთახში დამკითხეთ? როცა დამკითხეთ, მობილური თან მქონდა?", - მიმართა გელა ხასაიამ გამომძიებელს.

თავის მხრივ, გამომძიებელი ვლადიმერ წერეთელი ამტკიცებდა, რომ ხასაია ნამდვილად მან გამოკითხვა.

"კონკრეტულად მეორე სართულზე ჩატარდა გამოკითხვა, სადაც არის გამომძიებლების სივრცე, კარებიდან მეორე სივრცეში. მაგ სივრცეში კონკრეტულად კამერები არის თუ არა, არ ვიცი, მობილური თან გქონდათ", - განაცხადა ვლადიმერ წერეთელმა ხასაიას საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში გელა ხასაია თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვასილ ქერდიყოშვილის თქმით კი, ის თავს დამნაშავედ ცნობს.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში