Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.

ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაობის გასაგებად და მათი ფინალური დავალებების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.youtube.com/@argacherde

ინფორმაციისთვის, პროექტის გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების შედეგად მოხდა.

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.

„ბოლო წლებში YouTube საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და იზრდება ინტერესი როგორც მაყურებლების, ისე ბრენდების მხრიდან. სწორედ ამ ტენდენციაზე პასუხად, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნა პირველი ქართული YouTube რეალითი შოუ Creator. პროექტის რვა ეპიზოდის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეცნო საინტერესო მონაწილეები, გაეზიარებინა ცნობილი კრეატორების გამოცდილება და მიეღო პრაქტიკული რჩევები კონტენტის შექმნის შესახებ“,-აღნიშნავს აჩი ცენტერაძე, Creator-ის პროექტის თანაავტორი.

“საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს ქართული YouTube ეკოსისტემის გაძლიერებას და კრეატორების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი Creator-ი, რომელმაც დამწყებ კრეატორებს მისცა შესაძლებლობა, მენტორებისა და ჟიურის წევრების დახმარებით პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ კონტენტის შექმნის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ Creator-ი იქცა დამატებით ინსპირაციად ადამიანებისთვის და მალე YouTube ეკოსისტემაში კიდევ უფრო მეტ ახალ, საინტერესო კრეატორს ვიხილავთ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის