გედევან ფოფხაძე - დე ფაქტო ხელისუფლება აღარ ცნობს სამართლებრივ ჩარჩოებს, იქცევა აბსოლუტურად აღვირახსნილად, ძალიან ცინიკურად, ამაზრზენად და უმზადებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას

დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს შეფასებები იქნება ობიექტური და ისინი შეფასებებს საფუძვლად აქცევენ სხვა ორგანიზაციებისთვის - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს გადაწყვეტილებას, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”.

გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რომ “მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას შედეგები მოჰყვება.

„ეუთო არასდროს მოქმედებს ხისტი ნაბიჯებით. მოლოდინი, რომ გუშინ მიტინგი დაარბიეს და ხვალ სანქციები იქნება [არ უნდა გვქონდეს]. გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ერთი კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ერთჯერადი აქტი, ეს რეალურად შესაძლებლობების სივრცეს ქმნის ჩვენთვის. დე ფაქტო ხელისუფლება აღარ ცნობს სამართლებრივ ჩარჩოებს, იქცევა აბსოლუტურად აღვირახსნილად, ძალიან ცინიკურად და ამაზრზენად. ადამიანების უფლებები ამ ქვეყანაში ფაქტობრივად გათელილია, მაგრამ ამოქმედდეს საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ეს ["მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება] ნაბიჯი შეიძლება სწორედ ასეთი შესაძლებლობების სივრცედ ჩაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს შეფასებები იქნება ობიექტური და ისინი შეფასებებს საფუძვლად აქცევენ სხვა ორგანიზაციებისთვის, ბევრი ისარგებლებს მისი შეფასებებით. მიმაჩნია, რომ ძალიან ჩქარა მოჰყვება შედეგები, უბრალოდ, ამას მეორე მხარეც უნდა ხვდებოდეს - ის მხარე, რომელსაც უმზადებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. მეეჭვება, რომ რამეს ხვდებიან, რადგან იქ ძალიან ჩაკეტილი სისტემაა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია