თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ.

პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრის გამართვა.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ სურთ რექტორთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში და არა დახურულ კარს მიღმა, რადგან, მათი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.

“სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტზე ძალადობა ხდება. გივი მიქანაძემ ისე გადაწყვიტა გაერთიანება, რომ არც რექტორებმა და არც სტუდენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ახალი რეფორმით უნივერსიტეტებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.

სტუდენტები აგრძელებენ ბრძოლას და პროტესტს.

სტუდენტებს და ლექტორებს მოვუწოდებ, გარეთ გამოსვლას და გაპროტესტებას. სახელმწიფოს ეშინია სტუდენტების გამოსვლის და პროტესტის. საჭიროა გარეთ გამოსვლა, დავანახოთ რამდენი ვართ და უარს იტყვიან გადაწყვეტილებაზე.

ერთადერთი მოქმედება, რაც ბრძოლას მიზნამდე მიიყვანს, არის გარეთ გამოსვლა და პროტესტი - “ავტონომია უნივერსიტეტს”,- აცხადებენ სტუდენტები სიტყვით გამოსვლისას.

პარალელურად აქცია იმართება ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. როგორც თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, ისინი მსვლელობით მივლენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და შეუერთდებიან პროტესტის მონაწილეებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა