პრემიერი „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე - ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ეუთო-ს 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ „არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან“.

„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძემ გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და თქვა, რომ დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ერთი წლის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ევროკავშირი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან არ ელოდება ჯანსაღ პოზიციას.

„ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის მხარდაჭერა, ძალადობის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით ჯანსაღ პოზიციას, თუმცა იმედია იქნება გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში. დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს