მთავრობის ინფორმაციით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

„კომისიამ იმუშავა ორი კვირის განმავლობაში. შეხვედრა შედგა სურსათის სექტორში მომუშავე კომპანიებთან, როგორებიცაა ქსელური მარკეტები, იმპორტიორები, მწარმოებლები, ასევე, გაფართოვდა კომისიის მანდატი და შევხვდით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, საწვავის კომპანიებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრის ბოლოს, კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ძალიან კარგია. პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც სპეციალური სამუშაო კომისიის ფარგლებში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა. ჩვენ მუშაობას დავასრულებთ აპრილის ბოლოს და ვფიქრობთ ხელშესახები შედეგები გვექნება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!