ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა

პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხურ გამოცემა iRozhlas-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მზად ვართ რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრებისთვის. გვსურს, რომ ევროპა გარკვეულ ეტაპზე ესწრებოდეს ამ მოლაპარაკებებს, ვინაიდან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობა და „მსურველთა კოალიციაა”.

მაგრამ, ყველაზე მეტად, მნიშვნელოვანია, რომ სამნი ვხვდებოდეთ. როგორც მინიმუმ, რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ამ ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს