ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა იანვარში უკრაინის წინააღმდეგ 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვეს

რუსებმა იანვარში უკრაინის წინააღმდეგ 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თითქმის ყველა ენერგეტიკის სექტორის, რკინიგზისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაფიქსირებთ რუსეთის მცდელობას, რომ ქალაქებსა და დასახლებებს შორის კავშირი გაანადგუროს. სწორედ ამიტომ, ცის დაცვის საკითხი კვლავ აქტუალურია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს უკრაინაში შექმნილ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და 31 იანვარს უკრაინის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე ისაუბრა.

„მოლდოვასა და უკრაინას შორის ხაზებმა მუშაობა შეწყვიტა. მიზეზების დადგენა გრძელდება, თუმცა არ არსებობს გარე ჩარევის ან კიბერშეტევის მტკიცებულება. სავარაუდოდ, ხაზების გაყინვა და ავტომატური გათიშვა ამინდის პირობებმა გამოიწვია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო