პრემიერი - ყველასთან მზად ვარ,  გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით - მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, მოვიდნენ

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.

კობახიძის განცხადებით, ის მზად არის დებატებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებიც "მწვავედ აკრიტიკებენ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ".

„განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, ზოგი შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია მე ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.

იმ პირობებში, როდესაც, მითუმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს