GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მაღალი ხარისხის სტანდარტებსა და პროფესიული განათლების სფეროში მის ლიდერობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„GIPA ახალგაზრდებს შრომით ბაზარზე სამ მოთხოვნად, ინოვაციურ და უნიკალურ პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. ესენია: 1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; 2. განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი; 3. ენერგომენეჯმენტი.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი გეგმის შედგენის, პროფესიული დაზიანებების შეფასების და რისკების კონტროლის ცოდნასა და უნარებს შეიძენს;

განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიულ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი განახლებადი ენერგიების სფეროში სიღრმისეულ ცოდნას შეიძენს; შეძლებს განახლებადი ენერგიის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პროცესის შესაბამისად დაგეგმვასა და ჰიდროენერგეტიკული, ქარის ენერგიის, მზის ელექტროენერგეტიკული, გეოთერმული ენერგეტიკის და ბიომასის ენერგიის პროექტების მშენებლობას, მონტაჟსა და ოპერირებას.

ენერგომენეჯმენტის პროფესიული პროგრამის საშუალებით, კურსდამთავრებული ეუფლება სიღრმისეულ ცოდნას ენერგომენეჯმენტში, შეისწავლის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ტექნიკურ ნორმებს და შეძლებს რეალურ ვითარებაში მის ეფექტურად გამოყენებას.

სამივე პროგრამა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული და პრაქტიკული მეთოდებით არის აღჭურვილი. პროგრამებზე დაშვება შესაძლებელია საშუალო განათლების ატესტატის საფუძველზე, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს. სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შესაბამისი უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭება.

GIPA ტრადიციულად ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის თანამედროვე, მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინიციატივების შეთავაზებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის