ისრაელმა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გახსნა

ისრაელმა ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი ფეხით მოსიარულეებისთვის ხელახლა გახსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზღვრის გახსნა პალესტინელებს საშუალებას მისცემს, დატოვონ ანკლავი და დააბრუნონ ისინი, ვინ ომის დროს ღაზა დაოტვეს.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნა შეზღუდული იქნება, ისრაელი პალესტინელების შესვლისა და გასვლის უსაფრთხოების შემოწმებას მოითხოვს. ამასთან, ისრაელი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მოგზაურთა რაოდენობაზე შეზღუდვებს დააწესებენ.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელთან ევროპული მონიტორინგის ჯგუფები ჩავიდნენ.

ისრაელმა სასაზღვრო გადასასვლელი 2024 წლის მაისში დახურა, ღაზას ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით დასრულდა.

დახურვამ დაჭრილი და ავადმყოფი პალესტინელებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრება სურდათ, მნიშვნელოვანი გზა გადაკეტა. გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს ისრაელის გავლით მესამე ქვეყნებში სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლის უფლება მიეცა, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მკურნალობა კიდევ ათასობით ადამიანს სჭირდება.

რაფაჰის ხელახლა გახსნა ტრამპის მიერ წარდგენილი ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.

Reuters-ი წერს, რომ რაფაჰის ხელახლა გახსნის მიუხედავად, ისრაელი კვლავ უარს ამბობს ღაზაში უცხოელი ჟურნალისტების დაშვებაზე, რომლებსაც ომის დაწყებიდან ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს