სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია - პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს - 12 წელი.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულო იქნება.

ამავე პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება.

გარდა ამისა, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის