მარიამ ლაშხი - გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოხვდეს მსოფლიოს უნივერსიტეტების სულ მცირე ხუთასეულში და შემდგომ პერსპექტივაში - ორასეულშიც

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერთი ქუდის ქვეშ ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება და გაძლიერება, - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანება გულისხმობს რესურსების გაერთიანებას და სწორ დაგეგმვას.

როგორც ლაშხი აღნიშნავს, "სამწუხაროა, რომ განათლების რეფორმაზეც ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია".

„არც ერთ ნაწილში, არც საკანონმდებლო კუთხით, არც დადგენილებაში, ქონებაზე საუბარი საერთოდ არ არის. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, რომ სპეკულაციებს ვისმენთ. აზრი და იდეა არის ის, რომ რაც უნდა ვისაუბროთ ჰარვარდზე, ოქსფორდზე, კემბრიჯზე, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აქვს უდიდესი ისტორია და ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი ერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამწუხაროდ, დღეს არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ არის მსოფლიო რეიტინგების ხუთასეულშიც კი. ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მათ შორის, გაერთიანებაც ემსახურება იმას, რომ განათლების ხარისხი ისე იყოს უზრუნველყოფილი უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოხვდეს სულ მცირე ხუთასეულში და შემდეგ უკვე დიდ პერსპექტივაში ორასეულშიც.

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება. ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას. ეს არის ერთი ქოლგის, ერთი ქუდის ქვეშ ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება და გაძლიერება. რეფორმის ფარგლებში დაანონსდა „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“. რეფორმა გულისხმობს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც არაერთი ჰუმანიტარული მიმართულებაა და ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასევე ტექნიკური მიმართულებებია, ან მილევად რეჟიმში უნდა ყოფილიყო, ან ერთმანეთში გადასულიყო. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ფიზიკის ფაკულტეტი სად უნდა იყოს?! თსუ-ში თუ სტუ-ში?! ამაზე პასუხი ძალიან რთულია რომ გასცე. პრობლემა იქნებოდა, რომ ისევ დუბლირებასთან გვექნებოდა საქმე და რთულ იქნებოდა გაგვენაწილებინა, სად უნდა ყოფილიყო. იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების გაერთიანება მოხდეს. გაერთიანება გულისხმობს რესურსების გაერთიანებას და სწორ დაგეგმვას,“ - განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ