დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

დღეს, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.

პარლამენტი დღესვე, პირველივე სხდომაზე, დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიას შექმნის.

პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში