სტუ-ს ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი - მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ გაითვალისწინონ უნივერსიტეტის პოზიცია, უნივერსიტეტი შენარჩუნდეს იმ ფორმით, როგორიც არის იურიდიული თვალსაზრისით

მინისტრის მოადგილე დაგვპირდა, რომ დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბორის გითოლენდიას თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნება.

პროფესორი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დააფიქსირეს პრინციპული პოზიცია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა შენარჩუნდეს ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს იურიდიული თვალსაზრისით.

„თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შევჯერდით ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც ეხება დიალოგის გაგრძელებას. მინისტრის მოადგილე იყო საკმაოდ მომზადებული და ძალიან სიღრმისეულად ჩახედული საკითხებში, დაგვპირდა, რომ დიალოგი გაგრძელდება. სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე ჩაინიშნება კიდევ ერთი შეხვედრა.

ჩვენ ორი ძირითადი საკითხი დავაყენეთ. ცხადია, ჩვენ რეფორმას მხარს ვუჭერთ და არა მგონია საქართველოში ვინმე მხარს არ უჭერდეს, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ გაითვალისწინონ უნივერსიტეტის პოზიცია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი შენარჩუნდეს იმ ფორმით, როგორიც არის იურიდიული თვალსაზრისით, დანარჩენზე დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა დეკანმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება