ტატო ქელბაქიანი - კანონები პრობლემას შეუქმნის ყველა მოქალაქეს, მაგალითად, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად წერს და აკრიტიკებს მერიის პოლიტიკას ან მთავრობის გადაწყვეტილებებს - დიქტატურის დამყარების მცდელობაა

“პრევენცია პროგრესისთვის” ხელმძღვანელის, ტატო ქელბაქიანის განცხადებით, მეწარმეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს პოლიტიკურ აქტივობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის პირდაპირ მცდელობას.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” აღნიშნა, ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისზეც კანონი გავრცელდება და რეგულაცია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეხება.

როგორც ქელბაქიანი განმარტავს, კანონი შეიძლება შეეხოს მოქალაქეს, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად აკრიტიკებს მერიის პოლიტიკას ან მთავრობის გადაწყვეტილებებს.

„პირდაპირი მცდელობაა, რომ პოლიტიკური აქტივობა და სიტყვის თავისუფლება შეიზღუდოს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად წერს სტატუსებს და აკრიტიკებს მერიის პოლიტიკას, ან მთავრობის გადაწყვეტილებებს.

ფართოვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ეს კანონი შეიძლება მოარგონ. ეს კანონი არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ის მცირე ნაწილია. კანონი პრობლემას შეუქმნის ყველა მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს ამ რეჟიმის წინააღმდეგ რამე განაცხადოს, რადგან ეს კანონი ისე არის ინტერპრეტირებული, რომ შერჩევითი მიდგომის შესაძლებლობას აძლევს. ფაქტობრივად, ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა. არსებობდეს მხოლოდ ერთი პარტია და თუ დანარჩენი ვინმე იქნება, ეს იქნება სისტემური პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ქელბაქიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!