„ფიფას“ პრეზიდენტი - რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ

რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას. შესაბამისი განცხადება „ფიფას“ პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ Sky News-თან ინტერვიუში გააკეთა.

ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ის „აკრძალვებისა და ბოიკოტების წინააღმდეგია, რადგან ისინი მხოლოდ მეტ სიძულვილს იწვევს“.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ. ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა. ამან მხოლოდ მეტი სიძულვილი გამოიწვია. რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, სულ მცირე, ახალგაზრდულ დონეზე მაინც“, - აღნიშნა ინფანტინომ.

ინფანტინოს განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ფეხბურთის თამაშს ვეღარასდროს შეძლებს - ისინი რუსეთმა მოკლა. მაშინ როდესაც მორალურად დეგრადირებული ადამიანები აკრძალვის მოხსნას გვთავაზობენ, ის მკვლელობებს აგრძელებს. მომავალი თაობები ამას 1936 წლის ოლიმპიადის მსგავს სირცხვილად მოიგონებენ“, - წერს სიბიგა X-ზე.

შეგახსენებთ, ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ, „ფიფამ“ და ევროპის მმართველმა ორგანომ „უეფამ“ რუსულ საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს ყველა სახის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის