გიდეონ საარი - ვაფასებთ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით

ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება.

„ვაფასებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება: ტერორის წინააღმდეგ. რეპრესიების წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის,“ - წერს გიდეონ საარი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა