„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი, განაგრძობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას განაგრძობს.

ამჯერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 10 თებერვალს ვორკშოპი გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში გაიმართება, რომელსაც ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს მეწარმე ქალებს თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი, პრაქტიკული მიდგომების დანერგვაში, რაც გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:

  • გაყიდვების მთავარი გამოწვევები და დილემები დღეს, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
  • როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
  • როგორ გაიზარდა მოთხოვნები გაყიდვების გუნდის კომპეტენციებსა და პროფესიულ უნარებზე;
  • რა როლი აქვს სწორ და მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
  • როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების პრაქტიკული მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ ახალი იდეები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.

(R)

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი