დონალდ ტრამპი - „რესპუბლიკელებმა“ ხმის მიცემის ნაციონალიზაცია უნდა მოახდინონ

„რესპუბლიკელებმა“ ხმის მიცემის ნაციონალიზაცია უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „აშშ-ში ადამიანები ხმის მიცემის მიზნით ჩაიყვანეს და ისინი ხმას არალეგალურად აძლევენ“.

„მათ, „რესპუბლიკელებმა“ უნდა თქვან: ჩვენ კონტროლი უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ, სულ მცირე, 15 შტატში ხმის მიცემაზე კონტროლი უნდა ავიღოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „საოცარია, რომ „რესპუბლიკელები“ აღნიშნულ საკითხზე უფრო მკაცრად არ მოქმედებენ“.

„შტატები გვაქვს, სადაც თაღლითობა ხდება. შტატებია, სადაც მე მოვიგე, მაგრამ აჩვენებენ, რომ მე არ მომიგია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას შტატები ახდენენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს